უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული ფაქტებით – დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს დასტურდება ორი ქვეყნის საერთო მიზნებით და ინტერესებით.

,,ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ურთიერთობა იძენს უფრო დიდ იმპულსს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენი ქვეყნების ბიზნესისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით. დღევანდელი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნების შორის ემყარება ერთობლივ მიზნებს, რომელიც ეხება ევროკავშირში და ,,ნატოში“ გაწევრიანებას“ – დენის შმიგალი.